Bon Voyage
საქართველოს კურორტები
  1. ბაკურიანი
    ბაკურიანი მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა (2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის მწვერვალები მოჩანს.
    ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია.
    ადით კოხტაგორაზე საბაგირო გზით. კოხტადან თქვენს თვალწინ კავკასიონის ქედი გადაიშლება. ფერთა ფესტივალი, ცისფერი სივრცე და მთების ჯაჭვი – შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – იხილეთ ბაკურიანის ეს საოცრება მოწმენდილ ამინდში!

  2. გუდაური

    გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე,თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე
    დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. 
    არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით, ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ.
    პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო "მარკო პოლო", ამჟამად "გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.


  3. გომარდული

    სამთო კურორტი გომარდული მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ გომარდულში არის სამთო-სათხილამურო სკოლა. კურორტზე სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის 300-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს.



  4. გრიგოლეთი

    გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.

  5. ქობულეთი
    აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა
    შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
    კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.

  6. ურეკი
    დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
    ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
    ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
    ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

  7. ბახმარო
    ბახმარო ზღვის დონიდან 2,050 მეტრის სიმაღლეზეა მდებარეობს,მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია,იმერეთი ნაწილი,ნახევარი სამეგრელო და აფხაზეთი მთელი შავი ზღვა .კურორტი ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტია, საქართველოს კურორტებს შორის იგი ყველაზე მაღალია .კურორტი ჰავის პირობებზე ეკუთვნის მაღალი მთის კლიმატს სადაც დამატებით დიდი გავლენას ახდენს ფილტვების შავი ზღვის ჰავა ,კურორტის სამკურნალო ჩვენებანი გამოიხატება იმაში,რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების,პერიტონიტებით, მალარია მეორადი ანემიით დაავადებულებზე აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა.

  8. ნუნისი
    გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.
    ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური)წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.
    გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. 
    კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

  9. საირმე
    საირმე - წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
    რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად.



  10. შოვი
    შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.
    ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.
    საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა.

  11. ბორჯომი
    კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 850 მ. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი და შერეულფოთლოვანი ტყეებით., რის გამოც ზაფხული საკმაოდ გრილია.
    ბორჯომი ცნიბილია მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლით, რასაც დადებითი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავთა პროფილაქტიკის დროს.



  12. წყალტუბო

    წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
    წყალტუბოს წყაროები სამკურნალო თვისებებით შეუდარებელია. წყალი ბუნებრივად თბილია (33-35C), თითქმის ადამიანის სხეულის ტემპერატურისაა და რა თქმა უნდა გამოიყენება გათბობის გარეშე. წყალტუბოს მინერალურ წყალს გააჩნია მაღალი სამკურნალო თვისებები, კურნავს სამოცამდე დაავადებას.


  13. აბასთუმანი
    აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება.
    ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
    აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.
    აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის - აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია.

  14. ბეშუმი
    ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.




  15. სურამი
    ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
    სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული
GEL > USD